37 წლის მომღერალი ბრიტნი სპირსი, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ვარსკვლავს ერთთვიანი მკურნალობა დასჭირდება.
სანდო წყაროს ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები მომღერალს მამის, ჯეიმი სპირსის ავადმყოფობის შემდეგ დაეწყო. ცნობილია, რომ მან ორი უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. პირველად, სწორედ მეორე ოპერაციის შემდეგ დაეწყო მომღერალს ნევროზული შეტევა.
მამის ავადმყოფობის გამო, ბრიტნიმ ლას-ვეგასში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა.
სამუსიკო კარიერაში ტაიმ-აუტის აღება მომღერალს, 25 წლის შეყვარებულმა სემ ასგარიმ ურჩია.
შეგახსენებთ, რომ ბრიტნი და სემი ორი წელია ერთად არიან. პაპარაცებმა, გასულ წელს, მომღერალი საქორწინო ბეჭდით დააფიქსირეს. სავარაუდოდ წყვილს, საიდუმლო ნიშნობა ჰქონდა.
ბრიტნის, პირველი ქორწინებიდან, მოცეკვავე კევინ ფედერლაინთან - 13 წლის შონი და 12 წლის ჯეიდენი ჰყავს.
იხ. ფოტოკოლაჟი: