ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა ჰელენ მირენმა ამერიკულ კომპანიას Netflix უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. The Times ინფორმაციით, ოსკაროსანმა მსახიობმა განცხადება ლას-ვეგასში გამართულ კინოგამოფენა CinemaCon-ზე სტუმრობისას გააკეთა.
მე მიყვარს Netflix, მაგრამ f *** Netflix,- განაცხადა მირენმა.
მისი თქმით, არაფერი სჯობს კინოთეატრის სკამზე მოკალათებას და ფილმის დიდ ეკრანზე ყურებას.
მსახიობმა CinemaCon-ზე ბილ კონდონის გადაღებული კარგი მატყუარა (The Good Liar) წარადგინა.