კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია - არა! - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„თქვენ ჩემი პოზიცია იცით, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსათვის. ჩვენ კონკურენტულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც განსაკუთრებით ნატოსთვის ეს საფრთხე არის მწვავე. შესაბამისად, შეკავებისა და თავდაცვის განახლებული პოლიტიკა, რომლის ერთგულებიც ჩვენ ჩვენი რეფორმებით ვართ, იმას ემსახურება, რომ ამ კონკრეტული საფრთხის შეკავება მოხდეს.“ - განაცხადა იზორიამ.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას უსმენენ.