88 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა.
გიორგი დანელია- საბჭოთა და რუსული კინოს, საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზების რეკორდული მფლობელი. ცნობილი თავისი ნაღვლიანი კომედიებით“, როგორც თავად უწოდებდა საკუთარ შემოქმედებას. მისი ფილმების უმეტესობა რუსეთის ოქროს კინოფონდშია შესული. გიორგი დანელია მოსკოვში გარდაიცვალა.დანელია ბოლო დროს ხშირად ავადმყობობდა - თებერვალში, ფილტვების ანთებით პნევმოთორაქსის დიაგნოზით, რეჟისორი კლინიკაში გადაიყვანეს.
მას გადაღებული აქვს 16 სრულმეტრაჟიანი ფილმი. ბოლო ფილმი კუ! ქინ-ძა-ძა, ეკრანებზე 2012 წელს გამოვიდა.ყოველთვის საკუთარი ფილმის გმირის ადვოკატი ვარ - ამბობს რეჟისორი.
მოსკოველი ქართველი
გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს ქ. თბილისში დაიბადა. ერთი წლის შემდეგ, მშობლებმა საცხოვრებლად მოსკოვში გადაიყვანეს და როგორც თავად რეჟისორი ამბობდა, მოსკოველი ქართველი გახდა. ცნობილია, რომ ისტორიულ სამშობლოს ხშირად სტუმრობდა, მაგრამ ქართული ენას არ ფლობდა.
რეჟისორის ოჯახი ელიტის წარმომადგენლები იყვნენ - მამა, მოსკოვის მეტრომშენში მთავარ ინჟინრად მუშაობდა. 1940-იან წლებში ნიკოლოზ დანელიას მესამე რანგის გენერალური დირექტორის საპატიო წოდება მიენიჭა.
დედა – მერი ანჯაფარიძე, რომელიც ლეგენდარული მსახიობის, სსრკ სახალხო არტისტის ვერიკო ანჯაფარიძის და იყო, წლების განმავლობაში მოსფილმში რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა და როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ვერიკო ანჯაფარიძის მეუღლე, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი და ქალიშვილი სოფიკო ჭიაურელი, ხშირად ჩადიოდა ბიძასთან სტუმრად მოსკოვში.
დანელია, ბავშვობიდან ოცნებობდა რეჟისორობაზე, მაგრამ მამა ტექნიკური დარგის სპეციალობას ურჩევდა.
მომავალმა რეჟისორმა, თავდაპირველად მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი დაამთავრა (1954). 1954-55 წლებში მუშაობდა არქიტექტორად ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში. მოგვიანებით, მოსფილმის უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა, აღნიშნული კურსი მიხეილ კალატოზოვის ხელმძღვანელობით გაიარა და 1959 წელს მოსფილმის სტუდიაში კინორეჟისორად დაიწყო მუშაობა.
საუკეთესო ფილმები:
გიორგი დანელია. რეჟისორ ელდარ რიაზანოვთან, ლეონიდ გაიდაისთან, პეტრე ტოდოროვსკისთან და ელენა დანელიასთან ერთად, 1960-იანი წლიბის ახალგარდა თაობის საუკეთესო რეჟისორების სიაში მოხვდა.
1964 წელს, რეჟისორმა გადაიღო ფილმი დავდივარ მოსკოვის ქუჩებში- ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით, რომელიც ხრუშჩოვის კულტურული დათბობის პერიოდის, ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა.პოპულარული ლირიკული კომედია, ანდრეი პეტროვის ჰიტად ქცეული სიმღერის სათაურით და მაშინ, სრულიად ახალგაზრდა ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით. სულ მალე ნიკიტა ხრუშჩოვი ლეონიდ ბრეჟნევმა შეცვალა და ე.წ. დათბობის ხანაც დასრულდა.
გიორგი დანელია ცნობილია თავისი ნაღვლიანი კომედიებით, როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას. ნიკიტა ხრუშჩოვის კულტურული დათბობის პერიოდში იგი ახალი ტალღის წამომწყები აღმოჩნდა საბჭოთა კინემატოგრაფიაში. მისი ფილმებიდან ცნობილია- აფონია და მელოდრამა- შემოდგომის მარათონი.
გიორგი დანელიას გადაღებული 16 ფილმიდან, ხუთი - დავდივარ მოსკოვის ქუჩებში, არ დაიდარდო, აფონია, შემოდგომის მარაფონი დამიმინო, საბჭოთა პერიოდში ოქროს ფონდში შევიდა.
კომედიური ჟანრის ფილმის- იღბლიანი ჯენტლმენები სცენარის ავტორი, თავად რეჟისორი იყო.
არასდროს გადამიღია, კომედიური ჟანრის ფილმი. უამრავი ფილმის ტიტრებში წერია - კომედია, იმიტომ რომ ადამიანებს ატყვევებდა, სიტყვა კომედია - ამბობდა რეჟისორი.
1986 წელს გადაიღო მეცნიერულ-ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „კინ-ძა-ძა“.
ქართული ფილმის გადაღება, საქართველოში ხშირად ჩასვლას და სამშობლოში დიდ ხანს გაჩარებას მოითხოვს, რაც როგორც ამბობენ,საქართველოს სიყვარულს კიდევ უფრო აღრმავებს.
რეჟისორის ყველაზე საყვარელი მსახიობი ევგენი ლეონოვია, რომელსაც გიორგი დანელიას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ვახტანგ კიკაბიძეს დანელიას ფილმმა -მიმინო და ნიკიტა მიხალკოვს ფილმმა- დავდივარ მოსკოვის ქუჩებში უდიდესი წარმატება მოუტანა.
ელდარ რიაზანოვის ინფორმაციით, დანელიას, საკუთარ ფილმებში ეპიზოდურ როლებში მონაწილეობა უყვარდა.
1990 წელს დანელიას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
რეჟისორი გიორგი დანელია, სამჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში. ცნობილია, რომ რეჟისორს, დიდხნიანი რომანი ჰქონდა მწერალ ვიქტორია ტოკარევასთან. ფილმი- შემოდგომის მარათონი, ამბობენ რომ მათ სასიყვარულო რომანს ეხება.
გიორგი დანელია, მოგვიანებით კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე დაქორწინდა. რამდენიმე ანიმაციურ პროექტში იღებდა მონაწილეობას და რუსეთის კინოაკადემიის მიერ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის საპატიო ჯილდო მიენიჭა.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, დანელიამ ასეთი ფრაზა წარმოთქვა: გული მწყდება, რომ ამ დღეს მოვესწარი.
იხ. გიორგი დანელიას ფილმოგრაფია:
სერიოჟა (რეჟისორი, სცენარისტი), 1960
გზა ნავმისადგომთან (რეჟისორი), 1962
დავდივარ მოსკოვის ქუჩებში (რეჟისორი), 1963
33 (რეჟისორი, სცენარისტი), 1965
არ დაიდარდო (რეჟისორი), 1969
ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები (რეჟისორი), 1972
იბლიანი ჯენტლმენები (რეჟისორი, სცენარისტი), 1972
აფონია (რეჟისორი), 1975
მიმინო (რეჟისორი, სცენარისტი), 1977
შემოდგომის მარათონი (რეჟისორი), 1979
ცრემლები ცვიოდა (რეჟისორი, სცენარისტი), 1982
ქინ–ძა–ძა (რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი), 1986
ფრანცუზი (სცენარისტი), 1988
პასპორტი (რეჟისორი, სცენარისტი), 1990
ნასტია (რეჟისორი, სცენარისტი), 1993
არიოლი და რეშკა (რეჟისორი, სცენარისტი), 1995
ფორტუნა (რეჟისორი, სცენარისტი), 2000
კუ! ქინ–ძა–ძა (რეჟისორი, სცენარისტი) 2013
იხ. ფოტოები: