თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს:
გარდაიცვალა, როგორც თავად უწოდებდა, ნაღვლიანი კომედიების ავტორი, საკულტო კინორეჟისორი გიორგი დანელია.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.
მან თავისი სევდიანი ღიმილისმომგვრელი კინოხელოვნებით შექმნა ეპოქა და დაგვიტოვა არამარტო საყვარელი ფილმები, არამედ ყოველდღიურობაში დამკვიდრებული ფრაზები მისი შემოქმედებიდან.
ვწუხვარ ამ უდიდესი დანაკლისის გამო. - წერია კალაძის სამძიმრის წერილში.