დონალდ ტუსკი ბრიტანეთს ბრექსიტის 12 თვით გადავადებას სთავაზობს

10:46 04-05-2019
41

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გაერთიანებულ სამეფოს ბრექსიტის გადავადების მოქნილ, 12-თვიან გადავადებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

12 თვიანი გადავადების მოქნილი გეგმის ფარგლებში, ბრიტანეთი უფრო ადრეც შეძლებს ევროკავშირის დატოვებას, თუკი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ბრექსიტის გეგმის რატიფიცირებას მოახდენს.

ამ შეთავაზებას, მომდევნო კვირას დაგეგმილ სამიტზე,  ევროკავშირის ლიდერებმა უნდა დაუჭირონ მხარი .

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესის გადავადებას მხარი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა 313 ხმით 312 წინააღმდეგ დაუჭირა.

კანონის მიღება საჭიროა იმისთვის, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გარიგების გარეშე გასვლა აირიდოს თავიდან, რაც ამჟამინდელი მდგომარეობით, 12 აპრილს მოხდება.

ავტორი: მარიამ გიგანი