სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც პატარა ბიჭი, იაგუარების გარემოცვაში ტბაში ბანაობს. საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით - ეს ფოტოშოპია, მაგრამ ეჭვი, არ გამართლდა.
ფოტოს გმირი - 12 წლის ტიაგო სილვეირა, რომელსაც მთელი ბავშვობა მტაცებელ ცხოველებთან ერთად აქვს გატარებული, ბრაზილიის მკვიდრია. მშობლები - მამა ლეონარდო სილვეირა, რომელიც ცნობილი ბიოლოგია და დედა ანა ჯაკომო, დიდი ხანია, გიგანტურ გარეულ კატების გენეტიკის შესწავლაზე და მათ დაცვაზე მუშაობენ.
ტიაგო იმ დროს დაიბადა, როცა მშობლები სამ ახალშობილ იაგუარს ზრდიდნენ, ამიტომ მათ ოთხი პატარას აღზრდა ერთდროულად, საწოვარას ბოთლის გამოყენებით მოუწიათ. ლეოს და ანას, პატარა ტიაგო მტაცებელ ცხოველებთან ერთად სასეირნოდაც კი დაჰყავდათ.
ჩემი ბიჭი იაგუარების გარემოცვაში გაიზარდა, დაბადებიდანვე სწავლობდა გარეულ ცხოველებთან ურთიერთობას. ჩვენ, გარკვეულ გარემოებებს ვაკონტოლებდით, მაგრამ პატარამ თავადაც კარგად იცის, როგორ დაიცვას თავი მტაცებლებისგან. ეს, მისი ცხოვრების ნაწილია და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის - ამბობს ინტერვიუში ტიაგოს მამა.
იხ. ვიდეო და ფოტოები: