პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძემ განცხადა, შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე იმსჯელეს.
„გვქონდა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე. ჩვენ, საჯაროდ გამოვთქვით მზადყოფნა განვიხილოთ ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციები, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან და პოლიტიკური პარტიების რეგულაციებთან. მზად ვართ შესაბამისი ცვლილებები წლის ბოლომდე ავსახოთ კანონმდებლობაში. პრაქტიკულად დღეს უკვე დაიწყო დისკუსიები ამ საკითხებთან დაკავშირებით და დღის ბოლომდე შევძლებთ, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას, რომელიც არის წარმოდგენილი ეუთოს და ოდირის რეკომენდაციებში. არის რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება თავისუფალი არჩევნების პრინციპს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად განიხილება, ეხება პერიმეტრის საკითხს. შეიძლება დაწესდეს რადიუსი, სადაც დაუშვებელი იქნება აგიტატორებისა და სხვა მხარდამჭერებისთვის დიდი ხნით ყოფნა. ეს ხელს შეუწყობს თავისუფალი არჩევნების პრინციპის უკეთეს რეალიზებას. ასევე საუბარი იყო სხვა ტიპის ცვლილებებზე, როგორიც არის ე.წ. სიჩუმის დღის შემოღება, რაც გულისხმობს იმას, რომ არჩევნების დღეს დაუშვებელი იქნება აგიტაციის წარმოება. გარკვეული რეკომენდაციებია საარჩევნო ადმინისტრაციასთან და ასევე საჩივრების შეტანასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება განხორციელებული პარტიების დაფინანსებასთან და უფასო საეთერო დროის განაწილებასთან დაკავშირებით. საკმაოდ მასშტაბური ცვლილებები აისახება როგორც საარჩევნო კოდექსში ასევე ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას ირაკლი კობახიძესთან ერთად უმ