ალეკ ბოლდუინის ფეხმძიმე ცოლს, შესაძლოა ნადრევი მშობიარობა დაეწყოს.
ცნობილი მსახიობის ალეკ ბოლდუინის ოჯახში ცვლილებებია. ვარსკვლავის 35 წლის მეუღლე ჰილარია, რომლის მეოთხე შვილი ჯერ მხოლოდ 10 თვის არის, მეხუთე შვილზეა ფეხმძიმედ.
რამდენიმე დღის წინ, ბოლდუინის მეუღლემ ჰილარია ტომას ბოლდუინმა, ინფორმაცია ფეხმძიმობის შესაძლო შეწყვეტის თაობაზე, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ინსტაგრამზე, მსახიობის მეუღლემ ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, შესაძლოა ფეხმძიმობის შეწყვეტა მოხდეს და ბავშვი დაკარგოს:
მინდა გაცნობოთ, რომ შესაძლოა ნაყოფი მოწყდეს და ბავშვი დავკარგო. ნეგატიური ამბავია, მაგრამ მინდა, რომ ყველას გაგანდოთ. ამ ეტაპზე სიტუაცია დამძიმდა: ემბრიონს, გულის ცემა ნორმალური აქვს, მაგრამ ძალიან სუსტია და ვერ ვითარდება. ამიტომ, ყოველ დღე ველოდები, რომ ნაადრევი მშობიარობა დამეწყება და ჩემთვის, ეს ძალიან მძიმეა. ნაყოფის გადარჩენის შანსი ნაკლებია, ყოველ დღე მძიმდება სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, რომ მე და ჩემი ოჯახი, ერთად გადავიტანთ ამ მძიმე წუთებს, რაც არ უნდა რთული იყოს - წერს ჰილარია.
ალეკის მეუღლემ ასევე დამატა, რომ მხარდაჭერას ახლობლები, მეგობრები და ექიმები უწევენ.
ჩემი საუკეთესო ექიმი, გვერდით მყავს. მეუღლე და ოთხი ჯანმრთელი შვილი, მამშვიდებენ და ცდილობენ დამარწმუნონ, რომ ცხოვრება ნამდვილად მშვენიერია, მაშინაც კი, როცა ყველაზე რთული მომენტი გაქვს- წერს ბოლდუინი.
შეგახსენებთ, რომ ალეკ ბოლდუინი და ჰილარია ოთხი შვილის მშობლები არიან - 5 წლის კარმენი, 3 წლის რაფაელი, 2 წლის ლეონარდო და ათი თვის რომეო. გარდა ამისა, მსახიობს ყოფილი ცოლის კიმ ბეისინგერისგან - 23 წლის ქალიშვილი აირლენდი ჰყავს.
იხ. ფოტოკოლაჟი: