,,ცენტრ პოინტის საქმეზე ,,მიონის ეპიზოდზე დღეს, შესაძლოა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული მაია რჩეულიშვილი დაკითხონ.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვან. ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა და შესაძლოა, განაჩენი დღესვე გამოაცხადოს, რადგან 10 აპრილს საქმეს ორწლიანი განხილვის ვადა ეწურება.
მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს.