ბათუმში საფლავები გაქურდეს. შვიდი საფლავიდან ბრინჯაოსა და სპილენძის ბარელიეფები მოიპარეს. ეს უკვე 4 დღეში 7 შემთხვევაა.
სასაფლაოებს დაცვა არ ჰყავს. მოსახლეობა კი, მკაცრ რეაგირებას და ღამის დარაჯის დანიშვნას ითხოვს. საქმეს ბათუმის პოლიციის მეხუთე განყოფილება სწავლობს.
როგორც ,,პრაიმტაიმს'' შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულისთვის უპატივცემულობას გულისხმობს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თეონა აბესაძე