კალიფორნიის შტატში ქალაქ სან-ფრანცისკოს ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, დნმ-ის ანალიზის კვლევის ჩატარების შემდეგ, 27 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ 30 ბიოლოგიური და-ძმა ჰყავს.
პორტალ dailymail-ის ინფორმაციით, შონ ჰარისონმა გენეტიკური კვლევის ჩასატარებლად ბიოლოგიურ კომპანია 23andMe-ს მიმართა. კვლევის თანახმად დადასტურდა, რომ შონის მამა, მისი ბიოლოგიური მშობელი არ აღმოჩნდა - დონორით არის დაბადებული.
ერთ-ერთი ნათესავიდან, მეორე დღეს ელექტრონული წერილი მივიღე: როგორც ჩანს ერთი მამის შვილები ვართ, იმედია, არ შეშინდებით - იხსენებს ამერიკელი.
საბოლოოდ, შონს 2,5 წლის განმავლობაში 29 ბიოლოგიური და და ძმა დაუკავშირდა. ისინი, რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს და თავისუფალ დროს ხშირად ერთად ატარებენ.
ჰარისონმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ძმასთან, ჯოჯი ჰეილთან ყველაზე მეგობრული ურთიერთობები აქვს.
იხ. ფოტოები და ვიდეო: