რატომ ვერ მიდის ბუბა კიკაბიძე გია დანელიას დაკრძალვაზე

15:42 04-08-2019
764

მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე კინორეჟისორ გიორგი დანელიას დაკრძალვას ვერ დაესწრება. ამის შესახებ მან რუსულ მედიას განუცხადა.

„ხვალ დაკრძალავენ. მე ვერ დავესწრები, საავადმყოფოში ვწევარ“. - უამბო კიკაბიძემ.

არსებული ინფორმაციით, მსახიობი დიალიზის პროცედურას იკეთებს.

კინორეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში 4 აპრილს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მას მოსკოვში ხვალ, 9 აპრილს დაკრძალავენ.