ხარაგაულში სტიქიით დაზიანებული სახლების გადახურვა დაიწყო

16:07 04-08-2019
167

ძლიერი ქარის შედეგად ხარაგაულში დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისთვის გადასახური მასალა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განაწილდა. 

მერიაში შექმნილმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიამ, მერის მოადგილეებთან ერთად ადგილზე ნახა 12-ივე სახლის დაზიანება. 

პირველ ეტაპზე ოპერატიულად მოხდა სახლების სახელდახელოდ გადახურვა, რადგან ქარის შემდეგ  წვიმები გაგრძელდა.

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, გოფრირებული თუნუქი და ხის მასალა ყველა სოფელში გაიგზავნა და გადახურვის სამუშაოები მასალების მიტანისთანავე დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ 30-31 მარტს სტიქიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12 საცხოვრებელი ფართის სახურავი დააზიანა.