ჯენიფერ ლოპესის ახალი სიმღერის კლიპის პრეზენტაცია, რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
კომპოზიცია, სახელწოდებით Medicine ლოპესმა რეპერ კარიმ ჰაბრუშთან ერთად ჩაწერა, რომელიც French Montana-ს ფსევდონიმით არის ცნობილი.
49 წლის ამერიკელი სუპერვარსკვლავი, ქართველი დიზაინერის, დათო კომახიძის, იგივე დევიდ კომას შავი კაბაში პოზირებს.
ვიდეორგოლმა, ერთ დღე-ღამეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. კლიპი, ჯენიფერ ლოპესის 2019 წლის პირველი ნამუშევარია.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა არ არის, როდესაც მუსიკოსი კომახიძის მიერ შექმნილ სამოსში პოზირებს. კომა, ლოპესის ერთ-ერთი ფავორიტი დიზაინერია.
ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა - If You Had My Love მოუტანა.
იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: