"ერთი წუთი გვაშორებდა სიკვდილს" - დედამ, ალმოდებული ავტომობილიდან მცირეწლოვანი შვილი აფეთქებას გადაარჩინა ვიდეო

18:21 04-08-2019
86

დედამ, ალმოდებული ავტომობილიდან, ხუთი თვის შვილის გადარჩენა წამებში მოახერხა.

 ავსტრალიის დედაქალაქ კანბერას მაცხოვრებელმა კეტრინ მეისმა 5 აპრილს, ორი არასრულწლოვანი შვილი - 5 თვის ჰანტერი და 1,9 წლის ტომი, დასასვენებელ პარკში სასეირნოდ წაიყვანა. როცა ავტომობილი Mazda CX5, მანქანების პარკინგიდან უნდა გამოეყვანა კეტრინმა, მისი ადგილიდან დაძვრა ვერ შესძლო. როგორც ჩანს, აკუმულატორს პრობლემები ჰქონდა. კატრინი, ტომისთან ერთად ავტომობილიდან გადმოვიდა, რომ შველა ეთხოვა. ხუთი თვის ჰანტერი კი, მანქანის ბავშვის სავარძელში დატოვა.

უცებ საშინელი აფეთქების ხმა შემოესმა. როგორც ჩანს ავტომობილის აკუმულატორს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც მანქანის დაკვამლიანება გამოიწვია.

ყველაფერი წამებში მოხდა - დედამ საოცარი სისწრაფით მოახერხა პატარას მანქანიდან გადმოყვანა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. 

კატრინი, ორ შილთან ერთად სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. რამდენიმე წუთში მან გონი დაკარგა.

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, მეისი იხსენებდა: - ვშიშობდი, რომ ავტომობილი აფეთქდებოდა - დღემდე არ მჯერა, რომ შვილები სიკვდილს გადავარჩინე. მხოლოდ ერთი წუთი გვაშორებდა სიკვდილს - ამბობს დედა.

კეტრინმა განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ, ვერ შეძლო დაწყნარება და ბავშვები, სასეირნოდ პარკში წაიყვანა, რომლებიც ვერც ხვდებოდნენ რა მოხდა.

 

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი:   

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე