თემქის ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანძარი სავარაუდოდ პაციენტმა გააჩინა

13:34 04-09-2019
665

თემქაზე, 5-ე კლინიკურ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად პალატა მთლიანად დაიწვა. ცეცხლი კლინიკის ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიის დეპარტამენტში გაჩნდა. 

პრაიმტაიმისთვის ცნობილი ხდება, რომ კლინიკის ფსიქიატრიულ განყოფილებაში ცეცხლი თავდაპირველად ლეიბს მოეკიდა, მოგვიანებით კი მთელ პალატას მოედო.

კლინიკის პერსონალი პრაიმტაიმთან საუბარში ჰყვება, რომ პალატაში, სადაც ხანძარი გაჩნდა ფსიქიატრიული პაციენტები იმყოფებოდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ცეცხლი სწორედ მათ მიერ სიგარეტის ნამწვით, ან ასანთის გაკიდების შედეგად გაჩნდა.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ტერიტორიაზე მცირე ხნით პაციენტების ევაკუირება გახდა საჭირო. ამ დროისთვის, ისინი კვლავ კლინიკაში არიან განთავსებულები.

ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებებიც. შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის წარმომადგენლები კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება. პრაიმტაიმი ოფიციალური უწებიდან პასუხს ელოდება.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე