მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ულმაზესი ქალიშვილი Dolce&Gabbana-ს სარეკლამო რგოლში გადაიღეს - ვიდეო

14:21 04-09-2019
1912

ვენსან კასელის და მონიკა ბელუჩის ქალიშვილი სამოდელო კარიერას ირჩევს.   

ყოფილი წყვილის 14 წლის ქალიშვილი დევა კასელი, სამოდელო ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამს. გოგონამ, მონაწილეობა მიიღო, მსოფლიოში ცნობილი Dolce&Gabbana-ს ბრენდის ახალი სუნამოს სარეკლამო რგოლში, რომელთანაც მონიკა დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა. 

გადაღებები, რომელშიც დევა მონაწილეობდა რეველში - იტალიურ კომუნაში მიმდინარეობდა.

ვარსკვლავების ულამაზესი ქალიშვილი ბაღში, მანქანაში ყვავილებით ხელში და მთების პეიზაჟის ფონზე, საზაფხულო თეთრი მაქმანებიან კაბაში პოზირებდა.

გადაღებაზე შემთხვევით დამსწრე საზოგადოებამ, რომლებმაც ახალგაზრდა მოდელის ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს, გარეგნულად დედას მიამსგავსეს.

კლიპის გადაღებებს, გოგონას დედა 54 წლის მონიკა ბელუჩიც ესწრებოდა.  

შეგახსენებთ, რომ ბელუჩი და კასელი, ოფიციალურ ქორწინებაში 1999 წლიდან - 2013 წლამდე იმყოფებოდნენ. წყვილს, დევას გარდა კიდევ ერთი ქალიშვილი, 9 წლის ლეონი ჰყავს. 

იხ. ფოტოები და ვიდეო:

  

ავტორი: რუსა ღვანიძე