ახალი დეტალები თემქის ფსიქიატიულ კლინიკაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

14:51 04-09-2019
179

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე, მე-5 კლინიკის ფსიქიატრიულ განყოფილებაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება 187 - ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,  რაც ცეცხლის მოკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პრაიმტაიმს განუცხადებს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებაში ხანძრის დროს კლინიკაში მყოფი პირების გამოკითხვა მიმდინარეობს. მათ შორის სამედიცინო პერსონალის და პაციენტების. კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით არ გამოვლენილა.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, პალატაში, სადაც ხანძარი გაჩნდა ფსიქიატრიული პაციენტები იმყოფებოდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ცეცხლი სწორედ მათ მიერ სიგარეტის ნამწვით, ან ასანთის გაკიდების შედეგად გაჩნდა.

თემქაზე, ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. ცეცხლი სავარაუდოდ ლეიბს მოეკიდა, მოგვიანებით კი მთელ პალატას მოედო.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე