გატეხილი გული და გულის ფორმის "სმაილი" - ქეთა თოფურია და გუფი შერიგდნენ

15:50 04-09-2019
2484

ქართველი მომღერალი ა სტუდიოს სოლისტი ქეთა თოფურია, შეყვარებულს რეპერ გუფის(ალექსი დელმატოვი) გასული წლის ბოლოს ღალატის გამო დაშორდა. 

რუსული ტაბლოიდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ წყვილი, რამდენიმე ხნის წინ შერიგდა, მაგრამ ურთიერთობის აფიშირებას თავს არიდებენ.

რანდენიმე დღის წინ, რეპერმა ინსტაგრამზე ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა. ფოტოზე გამოსახულია გატეხილი გული წარწერით - Guf пусто, რომელსაც ქეთა გულის ფორმის სმაილით პასუხობს.    

შეგახსენებთ, რომ ქეთას და გუფის სასიყვარულო რომანის შესახებ ინფორმაცია, 2017 წლის დასაწყისში გავრცელდა, მაგრამ წყვილი ურთიერთობის შესახებ კომენტარს არ აკეთებდა - ქეთა, ჯერ კიდევ ქორწინებაში იყო ბიზნესმენ ლევ გეიჰმანთან. რამდენიმე თვის შემდეგ თოფურიამ განაცხადა, რომ ქმარს დაშორდა.

ქეთას და ალექსის საოცარი თავგადასავლებით და სასიამონო ფოტოებით სავსე სასიყვარულო რომანი, გუფის ახალგაზრდა გოგონასთან ღალატის გამო დაინგრა. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეო: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე