სკანდალი! მეგან მარკლის და პრინცი ჰარის მემკვიდრე ბრიტანეთის მოქალაქეობას ვერ მიიღებს - ვიდეო

18:18 04-09-2019
23379

გავრცელებული ინფორმაციით მეგან მარკლის და პრინცი ჰარის შვილი, ამერიკის მოქალაქე იქნება. 

ექსპერტები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ სასექსის ჰერცოგინია ტყუპებს ელოდება. მათი კვლევებით, 37 წლის მეგანს ასაკის გამო მეტი შანსი აქვს ტყპებზე იყოს ფეხმძიმედ - 35 წლის შემდეგ, ქალბატონებს ასაკის გამო გერიატრიული ორსულობა უვითარდებათ.

პორტალ Express.co.uk-ის ინფორმაციით, მეგანს რთული ფეხმძიმობა აქვს, მაგრამ საბედნიეროდ უკვე ფეხმძიმობის ბოლო თვეშია და რამდენიმე დღეში პატარას ელოდება.

ფეხმძიმობის სირთულე, ჰორმონების ცვლილებამ გამოიწვია. გერიატრიული ორსულობა, მაღალი არტერიული წნევის და დიაბეტის რისკფაქტორია - ამბობს ექსპერტი.   

რამდენიმე ხნის წინ, CNN-მა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა - სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას შვილი, სამეფო ოჯახის მემკვიდრე, ბრიტანეთის მოქალაქეობას ვერ მიიღებს.

სამეფო ოჯახის ისტორიაში პირველად ფიქსირდება მსგავსი ფაქტი!

ცნობილია, რომ მეგან მარკლი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა - ქვეყნის კანონებიდან გამომდინარე, მისი შვილიც, მიუხედავად ამჟამინდელი საცხოვრებლისა, დაბადებისთანავე ამერიკის მოქალაქეობას მიიღებს.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ამგვარი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა, შესაბამისად, ამ პრობლემის წინაშე აქამდე არცერთი მათგანი არ დამდგარა -აღნიშნულია სტატიაში.

აღნიშნული კანონმდებლობით, მეგან მარკლი ვალდებული იქნება საგადასახადო დეკლარაცია წარადგინოს და ამერიკის შეერთებული შტატებს გარკვეული მოსაკრებლებიც გადაუხადოს.

იხ ვიდეო და ფოტოკოლაჟი:    

ავტორი: რუსა ღვანიძე