სკანდალი სასახლეში! - პრინცს ღალატში ადანაშაულებენ

13:03 04-10-2019
20874

პრინც უილიამს რომანი აქვს როუზ ჰენბერისთან, რომელიც კეითის ახლო მეგობარია.

The Sun-ის ინფორმაციით, პრინცს კეით მიდლტონის ღალატში ადანაშაულებენ.

ცნობილია, რომ როუზი ყოფილი მოდელია. კეითთან, მას 10 წლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ჰენბერი, 2011 წელს პრინცის ქორწილის ცერემონიაზე დაპატიჟებული სტუმრების სიაში მოხვდა. მათ ხშირად ხედავდნენ ერთად ღონისძიებებზე და წვეულებებზე. 

width=640

ინსაიდერების წყაროს ცნობით, როუზის საცხოვრებელი სახლი, პრინცის და კეითის რეზიდენციიდან რადენიმე მეტრში მდებარეობს. ისინი, ერთმანეთს ხშირად ხვდებიან.  

მათი ურთიერთობა დიდი ხანია მეგობრულ ზღვარს გასცდა. უილიამი და როუზი, როგორც ნამდვილი მეუღლეები, ისე იქცევიან - ამბობს სანდო წყარო.

ამბობენ, რომ კეითმა, როცა მათი ურთიერთობის შესახებ შეიტყო უილიამს მასთან და როუზის მეუღლესთან დევიდ როკსევეჯემთანაც კი აუკრძალა ურთიერთობა. 

Kate უილიამი როუზთან სასიყვარულო რომანს უარყოფს და ყოფილ მეგობართან შერიგებას სთხოვს:

- მიუხედავად, წყვილის მაღალი სოციალური სტატუსისა, კეითი უკრძალავს მეუღლეს მეგობართან ურთიერთობას და ცდილობს როუზი მოაშოროს მეგობრული წრიდან - ამბობს ინსაიდერი. 

სკანდალური ინფორმაცია, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა!

პრინცი უილიამის ადვოკატებმა, პორტალ Daily Beast-ს ინტერვიუში განუცხადეს, რომ ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტოების წინააღმდეგ, რომლებმაც ეს ამბავი გაავრცელეს, სასამართლოში ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო სარჩელს შეიტანენ.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე