მადონა ევროვიზია 2019-ის საკონკურსო ტურის ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
60 წლის ამერიკელი მომღერალი, ევროვიზიის საკონკურსო ტურის ისტორიში მონაწილე, მეორე მსოფლიო ვარსკვლავია - 2016 წელს კონკურსის ორგანიზატორებმა, ფინალში ჯასტინ ტიმბერლეიკი მიიწვიეს.
ისრაელის ტელეარხ KAN-ის ოფიციალური ინფორმაციით, მადონა ევროვიზია 2019-ის ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მომღერალი ორ სიმღერას შეასრულებს - ერთი მსოფლიოში ცნობილი ჰიტი და ახალი სიმღერა, რომელიც კონკურსის შემდეგ ალბომში შევა.
რამდენიმე თვეა, რაც მადონას კონკურსში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ოფიციალურად, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დადასტურდა. მოლაპარაკებები, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა იმ მიზეზით, რომ მის ახალ სიმღერაში პოლიტიკური მესიჯები შეინიშნება.
ვარსკვლავს, მსოფლიო ტურნირზე მონაწილეობისთვის ერთი მილიონი დოლარის გადახდას სთავაზობენ. ჰონორალს, ნაცვლად ევროვიზიის ორგანიზატორებისა, ისრაელში მოღვაწე კანადელი მილიარდერი სილვან ადამსი გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზია 2019-ის საკონკურსო ტური თელ-ავივში გაიმართება. ნახევარფინალი 14 და 16 მაისს, ხოლო ფინალი - 18 მაისს არის დაგეგმილი.
იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: