ყველაფერი დამთავრდა! - ალეკ ბოლდუინის მეუღლემ "ინსტაგრამზე" სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა

16:42 04-10-2019
41007

ჰილარია ბოლდუინმა, ორსულობის შეწყვეტის შესახებ სოციალურ ქსელში სმწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

ჰოლივუდის მსახიობის ალეკ ბოლდუინის მეუღლემ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ორსულად არის და მეხუთე შვილს ელოდება, მაგრამ სამწუხაროდ რთული ორსულუბა აქვს და ბავშვის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას. 

width=450დღეს კი, საზოგადოებას ინსტაგრამზე ორსულობის შეწყვეტის შესახებ სამწუხარო ამბავი შეატყობინა. ჰილარიამ, სოციალურ ქსელში ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებული ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ბავშვის გულისცემა შეწყდა, მაგრამ ბედნიერია იმ გარემოებით, რომ მასთან ერთად მყოფი შვილების და მეუღლის გულისცემა ესმის.

დღეს, ექოკარდიოგრამაზე გულისცემა არ დაფიქსირდა - ყველაფერი დამთავრდა. სამაგიეროდ, გვერდით მყავას ძლიერი და მამაცი გულები. გამიმართლა, რომ ხარისხიანი სიყვარულის გარემოცვაში ვარ. მადლობა გვერდში დგომისთვის და ჩემი პირადი ისტორიის გაზიარებისთვის - ერთად ძლიერები ვართ - წერს ჰილარია. 

width=450მან ასევე განაცხადა, რომ ქალბატონებმა მომავალში გაითვალისწინონ, რომ ამ სახის ინფორმაცია არ დამალონ და გაავრცელონ, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და გავაძლიეროდ. 

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის მსახიობი ალეკ ბოლდუინი ოთხი შვილის მამაა. ასევე ყოფილ ცოლთან კიმ ბესენჯერთან, ულამაზესი ქალიშვილი აირლედი ჰყავს:

 იხ. ფოტო:

  

ავტორი: რუსა ღვანიძე