სასექსის ჰერცოგინიამ გადაწყვიტილება მიიღო ელისაბედ II-ს მსგავსად საკუთარ სახლში იმშობიაროს

20:16 04-10-2019
3521

გავრცელებული ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგინია საკუთარ სახლში იმშობიარებს.  

მეგანის ამერიკელი მეგობრების წყაროზე დაყრდნობით, პორტალი The Daily Mail ავრცელებს ახალ ინფორმაციას, რომ პატარა მშობლების ამჟამინდელ სახლში ფორმოგმორ-ჰაუსის რეზიდენციაში მოევლინება ამ ქვეყანას. 

37 წლის მეგანი, აპრილის მეორე ნახევარში ელოდება პატარას დაბადებას. ჰერცოგინია, იოგას წყალობით თავს შესანიშნავად გრძნობს და ამიტომ საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ სამშობიარო სახლში იმშობიაროს. მეგანი დარწმუნებულია, რომ მშობიარობა მშვიდობიანად ჩაივლის და ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა იმშობიაროს სახლში, წყნარ ატმოსფეროში ქმართან და ბებიაქალთან ერთად. დანარჩენს დრო გვიჩვენებს - ამბობს ინსაიდერი. 

გარდა ამისა, მეგანი და ჰარი წმინდა მარიამის სახელობის ლონდონის კერძო სამშობიარო კლინიკას, სადაც კეით მიდლტონმა სამი შვილი გააჩინა, ოქროს გალიას ამსგავსებენ.  ჰერცოგინიას არ სურს, როგორც კეითმა, მშობიარობიდან რამდენიმე საათის შემდეგ ახალშობილი ბავშვით ხელში, საზოგადოების და ჟურნალისტების წინაშე იპოზიოროს. შეგახსენებთ ასევე, რომ მეგანის და ჰარის შვილი, ბრიტანეთის სამეფოს მემკვიდრე არ იქნება. 

სანდო წყარო იუწყება, რომ მეგანის ინფორმაციით, თუკი მშობიარობა სახლის პირობებში გართულდება, ფარტინგიდან გამოიძახებენ სპეციალისტებს.

ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის ყოველი მე-40 მოქალაქე, ბებიაქალის დახმარებით სახლში მშობიარობს. სტატისტიკის მიხედვით, მიხედავად იმისა, რომ ეს რისკის შემცვლელი ფაქტორია, სერიოზული პრობლემები კლინიკაში 1000-დან ხუთ ორსულს ემართება, ხოლო სახლში მშობიარეს 1000-დან ცხრას. 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, საკუთარ სახლში მშობიარობის გამოცდილების დიდი ხნის ისტორია აქვს. დედოფალი ელისაბედ II 1926 წლის 21 აპრილს მისი მშობლების სახლში დაიბადა და თავად დედოფალმაც მისი ოთხი შვილი სახლში გააჩინა - ბუკინგემის სასახლეში და კლარენს-ჰაუსში. 

იხ. ფოტოები: