"ჯიშკარიანისა და შაქარიშვილის წასვლით საკრებულოს უმრავლესობა არ დაიშლება"- ბექა დავითულიანი

13:29 04-11-2019
90

საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლა უმრავლესობის დაშლის პროცესს არ გამოიწვევს.

ვატოს და ჯაბას ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. მათი პოზიცია დიდი ხანია საჯაროდ ვრცელდება. შესაბამისად, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. იმიტომ, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური აქტივობა დაუკავშირეს სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას.

ბექა დავითულიანის განცხადებით, საკითხი, რაც ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა უმრავლესობის დატოვების მიზეზად დაასახელეს, მხოლოდ საბაბია. 

მისივე განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს, ისიც აპირებს უმრავლესობის რიგების დატოვებას სიმართლეს არ შეესაბამება.

ეს მხოლოდ საბაბია, რეალურად მათ სხვა ორგანიზაციასთან სურდათ ყოფნა. ამ ეტაპზე უმრავლესობის რიგებიდან გასვლის სურვილი არავის გამოუხატავს. - განაცხადა პრაიმტაიმთან ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობის დატოვების შესახებ ოფიციალურად დღეს განაცხადეს.

ავტორი: თაკო ტომარაძე