2019 წელს ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

14:33 04-11-2019
47

​სურსათის ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, წელს ბაზრებიდან ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს და შესაბამისი წესის მიხედვით გაანადგურეს. სააგენტო აქტიურად ამოწმებს სარეალიზაციო ბაზარს და ბაზარზე განთავსებულ სხადასხვა სახის სურსათს.

იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ხორცი, თუმცა კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ იყო ცხენის ხორცი. ერთეულ შემთხვევებში ვირის ხორცის ფაქტებიც გამოვლინდა.  

არსებობს თუ არა რისკი, რომ სარეალიზაციო ობიექტებზე ვირისა და ცხენის ხორცი ისევ იყიდებოდეს?! სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტო სხვადასხვა შემთხვევაში თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან. აღნიშნული საკითხი გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რაზეც მათ ჩაატარეს გამოძიება და დეტალები სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპენტენციაში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ ცხენისა და ვირის ხორცის საქონლის ხორცის სახით რეალიზაციის ფაქტზე დღეს ორი პირი ამხილეს.