რა უნდა ვიცოდეთ Brexit-ის შესახებ - მარტივი გზამკვლევი

14:33 04-11-2019
84

ჩიხში შესული ბრექსიტი, არაერთი კენჭისყრა ამ საკითხზე და წარუმატებელი მოლაპარაკებები, ბევრისთვის შესაძლოა დამაბნეველი და გაუგებარი იყოს.

გთავაზობთ მარტივ გზამკვლევს ამ პროცესში გასარკვევად:

რა არის ბრექსიტი?

თავად სიტყვაბრექსიტიამ ორი სიტყვის კომბინაციაა -à British Exitß და პირდაპირ თარგმანში ბრიტანეთის გასვლას ნიშნავს. საუბარია იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ტოვებს.

რა არის ევროკავშირი?

ევროკავშირი 28 ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანებაა. წევრი სახელმწიფოები ერთმანეთში ვაჭრობენ და მოქალაქეებს ერთმანეთის ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას აძლევენ. 28 ქვეყნის სია შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.

გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი 1973 წელს გახდა, მაშინ გაერთიანებას ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა ერქვა.

რატომ ტოვებს ბრიტანეთი ევროკავშირს?

2016 წლის 23 ივნისს, გაერთიანებულ სამეფოში საერთო-სახალხო კენჭისყრა - რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობას 1 მარტივი კითხვა დაუსვეს: უნდა დარჩეს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში თუ უნდა გავიდეს?

52%-ით 48%-ის წინააღმდეგ, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

თუმცა, ევროკავშირიდან გასვლა მომენტალურად არ ხდება. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია და ბრიტანეთის შემთხვევაში, განრიგის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოს ევროპული ბლოკი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა.

რა მოხდა რეფერენდუმის შემდეგ?

2016 წლის კენჭისყრის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ბრექსიტის შეთანხმებაა. ეს გულისხობს იმ გეგმას თუ როგორ და რა პირობებით გავა ბრიტანეთი ევროკავშირიდან. ამას ოფიციალურადგასვლის შეთანხმებაჰქვია ( Withdrawal Agreement).

რას მოიცავსგასვლის შეთანხმება“?

ამ შეთანხმებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყდეს:

რა თანხის გადახდა მოუწევს გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირისთვის ხელშეკრულების გასაწყვეტად- ეს დაახლოებით 39 მილიარდი ბრიტანული გირვანქა სტერლინგია.

რა ბედი ეწევათ გაერთიანებული სამეფოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და ასევე რა ბედი ეწევათ სხვა წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებიც ბრიტანეთში ცხოვრობენ.

ამ შეთანხმების დამტკიცება აუცილებელია იმისთვის, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გეგმის გარეშე არ გავიდეს.

რა ბედი ეწიაგასვლის შეთანხმებას“?

ბრიტანეთის პარლამენტმა, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ შედგენილ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტი სამჯერ გაიტანეს კენჭისყრაზე და სამჯერვე უარყოფილი დარჩა.

რატომ არ დატოვა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს?

გასვლის შეთანხმებისდამტკიცების ბოლო მცდელობა ბრიტანეთის პარლამენტში 12 მარტსაც კრახით დასრულდა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა ევროკავშირისთვის ბრექსიტის გადავადება ეთხოვა. ბრიუსელმა ვადა 22 მაისამდე მისცა, ეს იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტს 29 მარტამდე დაამტკიცებდნენ. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ვერც ამ ვადაში ჩაეტია და ალტერნატიული განრიგით, ევროკავშირი ხვალ უნდა დაეტოვებინა.

ტერეზა მეიმ ევროკავშირს კვლავ ბრექსიტის გადავადების თხოვნით მიმართა. წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება გუშინდელ სამტიზე მიიღეს და გაერთიანებულ სამეფოს შეთანხმების მისაღწევად ვადა 31 ოქტომბრამდე მისცეს.

რა მოხდება ახლა?

მთავრობა გააგრძელებს მოლაპარაკებას კანონმდებლებთან, რათა გამოსავალი ნახონ. თუ გასვლის შეთანხმებას კვლავ ვერ დაამტკიცებენ, ტერეზა მეიმ პარლამენტს ალტერნატიული შეთავაზება უნდა გაუკეთოს.

რა მოხდება თუ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს?

ეს ნიშნავს, რომ ბრექსიტის შემდეგ, გარდამავალი პერიოდი აღარ იქნება და გასვლის წუთიდან, ევროკავშირის კანონები გაერთიანებულ სამეფოზე აღარ გავრცელდება.

მთავრობა ამ სცენარისთვისაც ემზადება.

შეთანხმების გარეშე გასვლამ შესაძლოა ბრიტანეთში საკვებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. საბაჟო შემოწმება მეწარმეებს მილიარდობით ფუნტ სტერლინგი დაუჯდებათ.

არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ბრექსიტი საერთოდ არ მოხდეს?

კანონში გაწერილია, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განაცხადა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლოა სხვა ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე ბრექსიტი საერთოდ გააუქმოს, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნაკლებ სავარაუდოა მოხდეს.

ავტორი: მარიამ გიგანი