დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი - ეს სასამართლოს ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილებაა

15:56 04-11-2019
67

სამეფო დავაზე სასამართლოს მიერ საქმის შეწყვეტას დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი ეხმაურება. მისი თქმით, ეს ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხრიდან, რადგან ანა ბაგრატიონ გრუზინსკი იმ ტიტულის დაცვას მოითხოვდა, რომელიც 100 წლის წინ გაუქმდა. 

„სასამართლო საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელე მხარის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო. მოწინააღმდეგე მხარე მოითხოვდა სამეფო ღირსების და სამეფო სახლის უფლების დაცვას. ეს ტიტული გაუქმებულია საქართველოში 1 საუკუნის წინ. შესაბამისად ისინი ითხოვდნენ 100 წლის წინ გაუქმებული ტუტულების დაცვას სასამართლოს მხრიდან, რომელმაც მიიღო ერთდერთი და სწორი, გონივრული, დასაბუთებული გადაწყვეტილება - უარი თქვა მოცემული საქმის განხილვაზე - განაცხადა ლევან ჩხეიძემ. 

შეგახსენებთ, სასამართლოში დავა ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ ანა ბაგრატიონ გრუზინსკიმ დაიწყო. ანა ბაგრატიონი  ყოფილ მეუღლეს  სამეფო სტატუსის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა. ასევე, დავით ბაგრატიონი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური