"რაღად უნდათ ამდენი წარდგენა, კაცო? 20 წელია წარდგინებებშია" - ზვიად კვაჭანტირაძე ლადო კახაძის წარდგენაზე

17:22 04-11-2019
92

პოლიტიკოსი გრიგოლ გეგელია, ქართული ოცნების მიერ ლადო კახაძის მთაწმინდის ოლქის კანიდატად წარდგენას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

დღეს ლადო კახაძის წარდგენაა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პარტაქტივს დავალებული აქვს 700 ადამიანი მიიყვანოს.

სიმბოლურია, რომ მთაწმინდაზე ოცნების კანდიდატის წარდგენა ასე ჩაივლის, მთაწმინდელების გარეშე, ანტი-დემოკრატიულად, პარტაქტივის იმედად - წერს ისტორიკოსი. 

გეგელიას პოსტს ზვიად კვაჭანტირაძემ კომენტარით უპასუხა:  

ზვიად კვაჭანტირაძე - რაღად უნდათ ამდენი წარდგენა კაცო? 20 წელია წარდგინებებშია სულ სხვადასხვა პარტიიდან. სწორად გავიგე ხო? ისევ ოცნება წარადგენს, თუ უკვე მოახერხა ისევ სხვა პარტიიდან? - წერს კვაჭანტირაძე. 

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

იხ ფოტო:

ავტორი: რუსა ღვანიძე