აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტის შესახებ შეხვედრა გაიმართა

10:06 04-12-2019
43

დაბა აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურების“ პროექტის ფარგლებში გაიმართა შპს სიემსისა და კეიოსის (იტალია) ერთობლივი საწარმოს პრეზენტაცია: „აბასთუმნის განვითარების ხედვა და ერთიანი ურბანული განახლების პროექტის კონცეფცია“.

პრეზენტაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკი, კეიოსი (იტალია), სიემსი, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკი“, კოლიერს ინტერნეშენალ ჯორჯია, ერის იმედი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (საავტომობილო გზებისა და სივრცითი მოწყობის დეპარტამენტები), დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ენერგო-პრო ჯორჯია, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ბიზნეს-სექტორი.