,,კოპი თავზე'' - დეპუტატი საკრებულოში დაპირისპირებას ხსნის 

14:00 04-12-2019
252
თეგები: აჭარა

ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა.

როგორც მან ,,პრაიმტაიმთან'' საუბრისას განაცხადა, დაზიანებები მას, ,,ქართული ოცნების'' წევრმა მიაყენა. 

,,ირაკლი პატარიძე  აგრესიულად იყო განწყობილი ყველას მიმართ. სიტყვიერი შეურაცხყოფის მერე, სხვა ტონზე გავიდა. ვუთხარი, რომ უხერხული იყო ასეთი ქცევა. შემდეგ, დედაზე შეიგინა, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. ფაქტობრივად, 4 ადამიანი 21-ზე ვიყავით,'' - განაცხადა ზოიძემ. 

,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრს, როინ ზოიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.