ბათუმის საკრებულოში დღეს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდბებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვისას დასმულ კითხვას მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა, მირდატ ქამადაძემ კითხვა დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი პატარიძეს დაუსვა, რომელიც ბათუმის საკრებულოში განათლების კომისიის თავმჯდომარეა. ქამადაძემ მას ჰკითხა - ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი?
კამათი ტერენტი გრანელის სტილზე მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის შედეგად, დეპუტატ როინ ზოიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ჩარევაც კი დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.