ჰოლივუდელი მსახიობი ბრიუს უილისი, კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე კომპლექსის გაყიდვას გეგმავს.
ცნობილია, რომ ამერიკელი კინომსახიობი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის მოყვარულია.
გახმაურებული ფილმის კერკეტი კაკალის ვარსკვლავი, ამჟამად ოფიციალურ ქორწინებაშია ემა ჰემინგისთან. მსახიობმა, რომელიც ლოს-ანჟელესში 9,8 მილიონი დოლარის ღიერებულების სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს აცხადებს, რომ კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე 30 მილიონად შეფასებული ვილა აღარ სჭირდება და გადაწყვიტა მისი გაყიდვა.


სახლის ღირებულება დღემდე უცნობია, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა კომპლექსის გაყიდვის ფასი - 30 მილიონი დაასახელა, რის მიხედვითაც კუნძულ ჰაიტთან ახლოს, პაროტ კეის კუნძულებზე მდებარე სახლების ღირებულების რეკორდული მაჩვენებელს გადააჭარბა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ უილისმა და ემა ჰემინგმა 2009 წელს, სწორედ ამ სახლში იქორწინეს, სადაც უამრავი სასიყვარულო და რომანტიკული დღეები გაატარეს. ვარსკვლავს, მუსიკოს კიტ რიჩარდსთან, დიზაინერ დონა კარანისთან და სუპერმოდელ ქრისტი ბრინკლინთან, რომლებიც კარიბის სამოთხის მეზობლები არიან, სავარაუდოდ დამშვიდობება მოუწევს.

სახლი აზიურ სტილს წარმოადგენს, სადაც განთავსებულია - სასტუმრო ოთახები, 7 საძინებელი, სააბაზანო ოთახები, პავილიონი იოგისთვის და სხა საჭირო სათავსოები.


შეგახსენებთ, რომ მსახიობმა რამდენიმე წლის წინ Bedford Corners-ის საცხოვრებელი სახლი 12, 5 მილიონ დილარად გაყიდა.

იხ. ვიდეო: