უკრაინელი ანასტასია ბოიერი სოციალურ ქსელში რუსი პოლიტიკოსების ოჯახებზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, რუსული ელიტის წარმომადგენლების შვილები ველურ დასავლეთში ცხოვრობენ, იმ დროს, როცა ქართველი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ჩვენ ორთოდოქსობის გამო, გვირჩევს უარი ვთქვათ დასავლეთზე და საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთისაკენ ავიღოთ.
ინგლისი, შვეიცარია, ბელგია, იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები - ეს ის ქვეყნებია, სადაც რუსი ტრადიციონალისტი პოლიტიკოსების ოჯახები ცხოვრობენ და მოქალაქეობას იღებენ.
სტალინის ქალიშვილი ათწლეულების მანძილზე აშშ-ში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა.
ხრუშოვის ვაჟი აშშ-ის მოქალაქეა.
სად არიან პუტინის ქალიშვილები? რუსეთში ისინი არავის უნახავს...
რუსეთის დეპუტატი პეხტინის ვაჟი - აშშ-ში ცხოვრობს.
მოსკოვის რაიონის ტრანსპორტის მინისტრის, კაცივის ვაჟი - აშშ-ში.
დეპუტატ ჟელეზნიაკის შვილები ცხოვრობენ შვეიცარიაში.
ასტახოვას ერთი შვილი ცხოვრობს საფრანგეთში, ხოლო მეორე - ინგლისში.
რუსეთის მთავარი პატრიოტის ხელმძღვანელის, ვლადიმერ იაკუნინის შვილები და შვილიშვილები ინგლისსა და შვეიცარიაში ცხოვრობენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი, ეკატერინე ცხოვრობს და სწავლობს აშშ-ში.
რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერის, ჟუკოვის ვაჟიშვილი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ლონდონში.
რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერის, სერგეი ანდენკოს ქალიშვილი სწავლობს და ცხოვრობს გერმანიაში.
რუსეთის ვიცე პრემიერის, დიმიტრი კოზაკის ორივე ვაჟი საზღვარგარეთ ცხოვრობენ და აქვთ საკუთარი ბიზნესი Credit Suisse.
დეპუტატ რემეზკოვას უფროსმა შვილმა, სტეფანმა აშშ-შi, პენსილვანიაში მიიღო განათლება. სულ ცოტა ხნის წინ მან ერთ-ერთი მაღალ ფასიანი სამხედრო კოლეჯი, Valley Forge დაამთავრა. (სასწავლო წლის ღირებულება 1 მლნ 295 761 რუბლს შეადგენს.). მისი უმცროსი ქალიშვილი, მაშა ვენაში ცხოვრობს, სადაც ის ტანვარჯიშითაა დაკავებული. მაშა რემაცკოვა ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს (!!!) ლუბლიანას ბავშვთა კონკურსებში მონაწილეობდა.
დეპუტატ ფეტისოვას ქალიშვილი - ანასტასია, გაიზარდა და განათლება მიიღო ამერიკაში. რუსულ ენაზე წერა-კითხვა კი, ვერ ისწავლა.
პარტია ერთიანი რუსეთიდან დუმის დეპუტატის, სვეტლანა ნესტეროვას ქალიშვილი ცხოვრობს ინგლისში.
პოლიტიკური ორგანიზაციისტრადიციული მართლმადიდებლური ღირებულებები მთავარი მებრძოლის, მიზულინის ვაჟიშვილი, ნიკოზლო - ოქსფორდში სწავლობდა და ცხოვრობს ტოლერანტულ ბელგიაში, სადაც გეი წყვილის ქორწინება კანონით დაშვებულია.
დეპუტატ ვორონცოვის ქალიშვილი იტალიაში ცხოვრობს. მანამდე ის გერმანიაში ცხოვრობდა.
პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრის, ელენა რახივას ქალიშვილი ცხოვრობს აშშ-ში.
სათათბიროს ყოფილი სპიკერი, პარტია „ერთიანი რუსეთის“ერთ-ერთი დამფუძნებელი და უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი, ბორის გრიზლოვის ქალიშვილი - ევგენია ცხოვრობს ტალინში. ცოტა ხნის წინ მიიღო ესტონეთის მოქალაქეობა.
ყოფილი განათლების მინისტრის ანდრეი ფურსენკოს ვაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
ფონდ „პოლიტიკის“ პრეზიდენტის ნიკონოვის ვაჟი, რომელიც მოლოტოვის შვილიშვილია აშშ-ს მოქალაქეა.