ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

11:59 04-15-2019
26

ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ბესელიას განცხადებით, კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ინტერესების დამცველ ორგანოდ გადაიქცა.

არანაირი მნიშნელობა აღარ აქვს, რომ კომიტეტი ამ ფორმით გამოხატავს უპატივცემულობას საკითხისადმი, რომელიც ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწევევს საზოგადოებაში. კომიტეტზე შეუძლებელია შინაარსობრივი საუბარი. მე პირადად დღეს პროტეტი ამ ფორმით გამოვხატე, რომ დავტოვე სხდომა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მწვავე დისკუსიას ამ საკითხზე პლენარული სხდომაზე, როცა ეს საკითხი გამოვა, -განაცხადა ბესელიამ.

გედევან ფოფხაძის თქმით, კომიტეტი თავის ფუნქციაზე ამბობს უარს.

მგონია, რომ თქვენი არჩევანი გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით და აკეთებთ იმას, რაც გგონიათ, რომ არის სწორი, უარს ვაცხადებ ამ კომიტეტში დასწრებასა და განხილვაში მონაწილეობაზე, - განაცხადა ფოფხაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით მუხლობრივად იხილავს.

20 მარტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

21 იანვარს უზენაესი მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს.