
15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ - დღესასწაული, საქართველოში უკვე ოცდამეექვსედ აღინიშნება.
სიყვარულის დღე 1993 წელს, ჟურნალისტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით დაწესდა, რომელიც საყვარელ მეუღლეს მიუძღვნა.
რა არის სიყვარული? - სიყვარული, ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი - „ღმერთი სიყვარულია“ და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი“).

სიყვარული - გვირგვინია ქრისტიანული ცხოვრებისა - შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელითა გულითა შენითა და მთელითა სულითა შენითა და მთელითა ძალითა შენითა და მთელითა გონებითა შენითა“.
ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორიის ავტორი, შექსპირი ამბობდა: – სიყვარულს თვალებით ვერ დაინახავ და ჭეშმარიტ გრძნობას ლაპარაკი არ შეუძლია. ის კი ფაქტია, რომ სიყვარულზე, სიყვარულის ირგვლივ და მის გარშემო ყველა წერს, ფიქრობს და ამბობს.

გთავაზობთ, რამდენიმე ციტატას, ცნობილი ადამიანების მიერ გამოთქმული ფრაზებიდან:
ნამდვილ სიყვარულს თვალებით ვერ დაინახავ, მისი ხილვა მხოლოდ გონებითაა შესაძლებელი”- ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით”- უილიამ შექსპირი.
მიყვარხარ იმიტომ, რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა, შენ მეპოვნე” - პაოლო კოელიო.
ყოველგვარი მსჯელობა სიყვარულზე ანადგურებს მას“ – ლევ ტოლსტოი.
არ გიყვარდეს ქალი-დანაშაულია, გიყვარდეს-სასჯელი“ – სალვადორ დალი.
უპასუხო სიყვარული ყოველთვის დიდი და სრულყოფილია“ – ვიქტორ ჰიუგო.
სიყვარული კოსმეტიკაზე მეტად ალამაზებს ქალს, თუმცა ის გაცილებით ძვირი ჯდება“ – კოკო შანელი.
ადამიანებმა შეამკეს სიყვარული სიმორცხვით, პოეზიით, თავგანწირვით, მაგრამ მათვე შეიტანეს მასში ისეთი რამ, რაც ცხოველებსაც არ შეუძლიათ: მეტისმეტობა, ღალატი, გარყვნილება და მლიქვნელობა“ – ალექსანდრე დიუმა.
სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი ყველაფერს მოიცავს“ – ლიუდვიგ ვან ბეთჰოვენი.
სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ“ – ონორე დე ბალზაკი.
სიყვარული – ცეცხლია, თუ არ კვებავ – ქრება“ – მიხეილ ლერმონტოვი.
სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში“ – უილიამ შექსპირი.
სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით – გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გათავისუფლება“ – ალექსანდრე ბლოკი.
რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს“ – ნაპოლეონი.
იდეალური მამაკაცი ქალს უნდა ესაუბრებოდეს, როგორც ქალღმერთს და ექცეოდეს, როგორც ბავშვს“ – ოსკარ უაილდი.
ქალის საუკეთესო აქსესუარი არის მამაკაცი, რომელიც უყვარს“ – კოკო შანელი.
სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით იყო და არა იყო რა, მაგრამ ამ სიტყვებით კი
მთავრდება - ჰ.ლობერგერი
იხ ვიდეო: