მამუკა მდინარაძე - ასეთი პოლიტიკოსები არც ერთ მოძრაობას არ გამოადგებიან

14:05 04-15-2019
57

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე პოლიტიკური მოძრაობა დაიცავი საქართველოს შეკრებას ეხმაინება და ამბობს, რომ ასეთი პოლიტიკოსები, რომლებიც შეკრებაზე გამოჩნდნენ, არცერთ პოლიტიკურ მოძრაობას არ გამოადგებიან.

მისი შეფასებით, ამ პოლიტიკოსების დამსახურებაა, რომ მათ მინუს ერთპროცენტიანებს უწოდებენ.

ეს პოლიტიკოსებია, რომლებმაც სასამართლოს თემა გაიხადეს პოლიტუკური სპეკულაციის საგნად და ტყუილებით ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური კარიერის აგებას. სასამართლოზე ტყუილებით არ უნდა დაიწყო შენი ახალი პოლიტიკური კარიერა, ეს პოლიტიკოსები ნამდვილად დააკლებენ საზოგადოებრივ მოძრაობას.
დავით მაღრაძე აცხადებდა, რომ მე არ ვარ პოლიტიკური მომავლით დაინტერესებული და საზოგადოებრივ მოძრაობას გავაგრძელებო, თუმცა, ამის შემდეგ ის პოლიტიკოსები რომლებმაც სპეკულაციით და ტყუილით დაიწყეს თავისი ახალი პოლიტიკური კარიერა, აღმოაჩინეს, რომ მათი პოლიტიკური მომავალი ჩვენს გუნდში შეიძლება არ იყოს და უცებ გადახტნენ სხვა მოედანზე. ეს არის ანტისახელმწიფიებრივი ქმედება და ასეთი პოლიტიკოსები არც ერთ მოძრაობას არ გამოადგებიან, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

13 აპრილს, ფილარმონიის დარბაზში „დაიცავი საქართველოს“ შეკრება გაიმართა. შეკრებაზე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ახლო მომავალში ცნობილი გახდება ოფისის მისამართი და საზოგადოებრივი მოძრაობის სამომავლო გეგმები.

მანამდე, ახალი პოლიტიკური მოძრაობის შეკრება პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა. კობახიძის განცხადებით, მოძრაობას ლიდერები ჰყავს, რომლებიც მინუს პროცენტებში იმყოფებიან.

ავტორი: თორნიკე ხურციძე