კენდალ ჯენერი ქართველი დიზაინერის ნინო ზარქუას ბრენდის Nina Zarqua collection ბრჭყვიალა ფეხსაცმელში პოზირებს.
ამერიკელი ტოპ-მოდელი Coachella Valley Music and Arts-ის მუსიკალურ ფესტივალზე, Nina Zarqua-ს ბრენდის ფეხსაცმლში ცეკვავდა.
ქართველი დიზაინერის ფეხსაცმლის ახალი მოდელის ღირებულება - 713 დოლარია.
ზარქუამ ფოტო Instagram-ზე საკუთარი ბრენდის გვერდზე გამოაქვეყნა. ჯენერმა კი, ბრჭყვიალა ფეხსაცმლის ფოტოები საკუთარი პროფილის სთორისში“ გააცრცელა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ამერიკელმა მოდელი, რამდენიმე ხნის წინ ელენ დეჯენერისის პოპულარულ შოუში შეცვლილი იმიჯით ესტუმრა - მოდელმა დემნა გვასალიას მიერ შექმნილ დიზაინზე შეაჩერა არჩევანი და Vetements-ის ყვავილოვანი პრინტით გაფორმებული მწვანე კაბა მოირგო.
ფეხსაცმლის მოდელი, დიზაინერის შემოდგომა-ზამთარი 2019 წლის კოლექციიდანაა. ქართველი დიზაინერის ბრენდი Nina Zarqua collection აშშ-ში, უკრაინასა და რუსეთში წარმატებით იყიდება.
იხ. ფოტო: