ბენედიქტ კემბერბეტჩი, რომელიც საკუთარი ავტომობილით გადადგილდებოდა 63 წლის პენიონერს დაეჯახა.
ჰოლივუდის მსახიობი, რომელიც ცნობიალი სერიალის შერლოკის (Sherlock) მონაწილეა, საგზაო სატრანსპრტო შემთხვევის მონაწილე გახდა. ბრიტანელი პენსიონერი მამაკაცი, ვარსკვლავის ელიტური ავტომობილის მსხვერპლი გახდა.
პორტალ The Sun-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბრიტანულ კუნძულ უაიტზე მოხდა. ბენედიქტი, რომელიც Lamborghini Urus-ის მოდელის ავტომობილით გადაადგილდებოდა, 63 წლის პენსიონერს მაიკლ ლოურენსს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მეთევზე ველოსიპედით გადადგილდებოდა, რა დროსაც შემთხვევა დაფიქსირდა. ავტომობილის შეჯახების შემდეგ, პესიონერმა ხელი დაიზიანა. მსახიობმა, ბრიტანელ მამაკაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
დაზარალებულმა, ცნობილი ვარსკვლავი ვერ ამოიცნო, რადგან ბენედიქტს კეპი ეხურა. მსახიობმა, მამაკაცი კლინიკაში გადიყვანა.
ცნობილი გახდა, რომ პენსიონერ მამაკაცს გადაწყვეტილი აქვს უბედური შემთხვევის დეტალები პოლიციას არ გაუმხილოს - მაიკლი სასამართლოში ჩივილს არ აპირებს.
მსახიობის წარმომადგენლები, საგზაო შემთხვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.