ცოტახნის წინ ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.