ჯეიმს მიდლტონი საკუთარი ხელით შექმნილ სამთვლიან ველოსიპედს ყიდის.
ჯეიმსი, 2014 წლიდან საკუთარი კომპანია Boomf-ის მფლობელია. პროდუქციის განვითარების მიზნით, მან საკუთარი ხელით სამთვლიანი ველოსიპედი გააკეთა.
ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ჩვეულებრივი ველოსიპედის სავაჭრო ველოსიპედად გადაკეთებაში - 9 ათასი ფუნტი დახარჯა. ჯეიმსი ამ ეტაპზე, ხელნაკეთებ ველოსიპედს, სულ რაღაც 1650 ფუნტად ყიდის.
ჰერცოგინიას ძმამ, სამთვლიანი სავაჭრო ველოსიპედი გასაყიდად eBay-ზე განათავსა. ჯეიმსმა საკუთარი ნაკეთობა - ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
მიზეზი, თუ რატომ ყიდის ჯეიმსი საკუთარ შემოქმედებას, ჯერჯერობით უცნობია!
იხ. ფოტოები: