გუფის ყოფილმა შეყვარებულმა იანა შევცოვამ განაცხადა, რომ ახალი ბოიფრენდი ჰყავს!
რამდენიმე ხნის წინ, გუფის ყოფილმა შეყვარებულმა 18 წლის იანა შევცოვამ, რეპერ გუფისთან სკანდალური რომანის შემდეგ, სატელევიზიო შოუში «Дом-2» განაცხადა, რომ რეპერისგან ორსულად არის.
გასულ კვირას კი, პორტალ «СтарХит»-თან ინტერვიუში იანამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალი შეყვარებული ჰყავს, რომელიც ერთ-ერთი Black Star-ია. შევცოვას თქმით, წყვილმა საკუთარ მშობლებს ერთმანეთი უკვე გააცნეს. ასევე განაცხადა, რომ შეყვარებულმა 155 000 დოლარად ღირებული Range Rover-ის ჯიპი აჩუქა.
გეგმაში გვაქვს შვილი გავაჩინოთ - ამ ეტაპზე ნამდვილად ბედნიერი ვარ. გთხოვთ, გამიგეთ! ჯერ არ ვარ მზად ჩემს შეყვარებულზე ვისუბრო - ამბობს იანა.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა, შევცოვას Stories-ში წყვილის მიმოწერა და პოსტები გაშიფრეს და ერთ-ერთი ფოტოს საშუალებით აღმოაჩინეს, რომ იანას ბოიფრენდი რუსი რეპერი MC DONI-ია.
მართალია, მან არ უპასუხა მომხმარებლების კომენტარს, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, იანა ინსტაგრამზე აღარ გამოჩენილა.
შეგახსენებთ, რომ რეპერმა MC DONI(დოსტონბეკ ისლამოვი), 2014 წელს წლის საუკეთესო საკლუბო MC-ს ტიტული მიიღო ტრეკისთვის «Борода»!
იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: