სოციალურ ქსელში მარკ ჯეიკობსის და ჩარლი დეფრანჩისკოს ქორწილის ცერემონიის სახალისო ვიდეო გავრცელდა.
ცნობილი დიზაინერის ჯეიკობსის და მისი მეწყვილის ქორწილის ცერემონია, 6 აპრილს გაიმართა.
სადღესასწაულო საღამოზე დიზაინერები, ფირუზისფერ საქორწინო კოსტიუმებში, ჯეიკობი - Chanel-ის ჩანთით პოზირებდნენ. წყვილს, კოსტიუმზე დამაგრებული ჰქონდა პინგვინის ფორმის ბროში, რომელიც მათი ინფორმაციით, ერთგულების გამომხატველი ნიშანია.
მარკ ჯეიკობსმა ინსტაგრამზე ქორწილის ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა:
პინგვინი, ცხოვრების ერთგული თანამგზავრია - მთელი ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ ერთ მეგობარს და პარტნიორს ირჩევს - წერს მარკი.
გუშინ კი მარკმა, ინსტაგრამზე ქორწილის 6 წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ცერემონიის ყველაზე საიამოვნო მომენტებია აღბეჭდილი.
კადრში ნაჩვენებია ცხოვრებისეული ფრაგმენტი, როცა მარკი მუხლმოდრეკილი ხელს სთხოვს შეყვარებულს.
ვიდეორგოლის ფინალში, წყვილი საქორწინო ფიცს დებს.
შეგახსენებთ, რომ მარკმა 2018 წლის აპრილში ჩარლის დაქორწინება შესთავაზა და ამის შესახებ, თავად ამცნო საზოგადოებას. ახალგაზრდა წყვილის საქორწინო ცერემონია, ნიუ-იორკში ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა. სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ცნობილი ვარსკვლავები ბელა და ჯიჯი ჰადიდები, ნაომი კემპბელი, ანა ვინტური, ემილი რატაკოვსკი, კეიტ მოსი, კაია ჰერბერი, ჯასტინ ტერუ, ამბერ ვალეტა, რიტა ოპრა და სხვები.
ჯეიკობსისთვის ეს, მეორე ქორწინებაა - 2009 წელს მარკი ლორენცო მარონეზე დაქორწინდა.
იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: