აბორტი 9 ლარად - აისახება თუ არა ის ოფიციალურ სტატისტიკაში

19:02 04-17-2019
615

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გოგონა მედიკამენტოზური აბორტის შესახებ ჯგუფის წევრებს კონკრეტული პრეპარატის დასახლებასა და მოხმარების წესებს ეკითეხბა. გამოხმაურებებში სხვადასხვა მედიკამენტებს ასახელებენ, აღნიშნავენ რომ პრეპარატი მხოლოდ 12 კვირამდე ორსულებზე მოქმედებს.  

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა ხდება სააფთიაქო ქსელებში, რამდენად ხელმისაწვდომია და რა უჯდება დედას მედიკამენტოზურად ორსულობის შეწყვეტა? ამ კითხვებით თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელის ცხელ ხაზზე დავრეკეთ. გასაუბრებისას ოპერატორმა „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტს, რომელმაც რიგითი მომხმარებლის როლი მოირგო, განუცხადა, რომ ერთ-ერთი მედიკამენტი ფასდაკლების კალათშია მოხვედრილი და 1 აბი 9 ლარი ღირს. („პრაიმტაიმი“ შეგნებულად არ ასახელებს სააფთიაქო ქსელსა და მედიკამენტს გასაგები მიზეზების გამო). 

როგორც აღნიშნული ქსელის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, მედეა ტურძელაძემ განაცხადა, აბორტისათვის განკუთვნილი მედიკამენტი ფარმაცევტული მედიკამენტია და ფასდაკლებული წამლების ნუსხაშიც ამიტომ ხვდება. 

„ეს ჩვეულებრივი ფარმაცევტული მედიკამენტია და კვირაში 3 დღე ფასდაკლკებით იყიდება ქსელში. ჩვენებაში მითითებულია, რომ წამალი განკუთვნილია საშვილოსნოს დაავადებების სამკურნალოდ და ამიტომაც ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი - განუცხადა „პრაიმტაიმს“ მედეა ტურძელაძემ.   

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა. 2017 წელს - 24 308. სტატისტიკა აბორტის კლებაზე მეტყველებს. თუმცა, რამდენად რეალისტურია ეს რიცხვი, რთული სათქმელია, რადგან სახალხო დამცველის ანაგრიშში რაოდენობა მხოლოდ კლინიკებში აღრიცხულ აბორტს მოიცავს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

ავტორი: თამარ ბუჩუკური