ხარაგაულში წვიმით გამოწვეული პრობლემები ლიკვიდირებულია

11:11 04-18-2019
124

ხანგრძლივი წვიმების შედეგად გვიან ღამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა.

წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები. ჩამოწოლილმა მეწყერმა მოძრაობა შეზღუდა ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე. 

„გუშინ რამდენიმე ჯგუფად ვიყავით გაყოფილი და საგანგებო რეჟიმში ვმუშაობდით. დროულად მოხდა ყველა პრობლემაზე რეაგირება. მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია. ვანი-სხლითის მიმართულებით გზა აღდგენილია.

მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. “ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.

სინოპტოკოსების ცნობით, უამინდობა ხარაგაულში ორი დღე შენარჩუნდება.