რას მოჰყვა ხმაური პარლამენტში - დაპირისპირება შესვენებაზეც გრძელდება (ვიდეო)

12:16 04-18-2019
251

პარლამენტში პლენარული სხდომაზე ხმაური და კამათი იყო. სხდომაზე მეორე მოსმენით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცედურაზე მსჯელობენ.

საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, ვიდრე ანრი ოხანაშვილი გამოვიდოდა სიტყვით და მომსამართლეების დანიშვნაზე უმრავლეოსობის კანონ-პროექტს მეორე მოსმენით განიხილავდნენ, ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ, რასაც უმრავლესობა შეეწინააღმდეგა.

ნინო ლომჯარია სხდომათა დარბაზში იმყოფება, მისი გამოსვლა სასამართლოების თემაზე დღის წერიგით დღეს ისედაც დაგეგმილია.

ხმაურის გამო, ირაკლი კობახიძემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, დარბაზში კამათი მაინც გრძელდება.