"გივის დუქანს დღეს ჰქვია ხინკლის სამეფო და ხო არავინ ედავება ამაზე გივის?"- დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი

12:28 04-18-2019
84

დავით ბაგრატიონ- მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ  სამეფო შტოებს შორის არსებული დავა სახინკლეების სახელწოდებებს შეადარა.

გივის დუქანს დღეს ჰქვია ხინკლის სამეფო და ხომ არავინ მიდის და არ ედავება ამ გივის, რატომ დაარქვი სამეფოო? რა ვქნათ, ჩვენც რატომ გვედავებით. ნუ გავხდით ამას ახლა საჭიდაოდ, სასაცილოა ამაზე დავა. განაცხადა ლევან ჩხეიძემ. 

მისივე განმარტებით, დავით ბაგრატიონ მუხრანელმა არაერთხელ შესთავაზა ანა ბაგრატიონ- გრუზინსკის, რომ საქართველოს სამეფო სახლის სახელი ორივე მხარეს გამოეყენებინა.

ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ ასეთი, რაღაც, რომ გამოიყენეთ სამეფო სახლის სახელი თქვენც და გამოვიყენებთ ჩვენც. ოღონდ, განსხვავება რომ იყოს დაარქვით თქვენ გრუზინსკების სამეფო სახლი და ჩვენ დავარქმევთ ბაგრატიონ მუხრანელების სამეფო სახლს.- განაცხადა დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატმა.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე