ოპოზიციამ ოხანაშვილს სიტყვა მაგიდებზე ხელების ბრახუნით შეაწყვეტინა

12:48 04-18-2019
55

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხარე კამათი იყო, რის გამოც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოითხოვა, რომ სხდომა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცედურას ეხება, სახალხო დამცველის მოსმენით დაწყებულიყო.

თუმცა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის საპასუხოდ განმარტა, რომ დღის წესრიგით განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა და ტრიბუნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარეს, ანრი ოხანაშვილს დაეთმო.

ამის პასუხად ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად მაგიდებზე ხელების ბრახუნი დაიწყეს და სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.