“შოუ უნდა გაგრძელდეს!“ - ბალერინამ საკუთარი ორსულობის ეპიკური ტრანფორმაცია უცნაური მეთოდით დააფიქსირა (ვიდეო)

13:24 04-18-2019
296

ტარა ბრიჯიტ ბჰავნანი, მისი ფეხმძიმობის სახეცვლილებას, 9 თვის განმავლობაში, ყოველ კვირას ვიდეოზე აფიქსირებდა  

36 წლის ბალერინა ტარა ბრიჯიტ ბჰავნანი 17 წელია ბრიტანეთის სამეფო თეატრის ბალეტის მოცეკვავეა. 2017 წლის გახაფხულზე ტარა დაფეხმძიმდა და ორსულობის 10 კვირიდან გადაწყვიტა, ყოველი კვირის ბოლოს, ვიდეოზე გადეღო მისი შესრულებით ბალეტის ერთ-ერთი ძირითადი მუსიკალურ-საცეკვაო ელემენტი - პა-დე-ბურე და თან ტრიალი გაეკეთებინა. 

საინტერესოა, რომ ბალერინას ყველა ვიდეოს გადაღების დროს თმის ვარცხნილობა და ჩაცმულობა ერთნაირი ჰქონდა. კადრში, ტარა საწყის პოზიაციას კამერიდან ზურგით იჭერს, ნელი მოძრაობით იწყებს ტრიალს და სემდეგ აჩქარებს. მაყურებელი ნათლად ხედავს, თუ როგორ ხდება ტარას მუცლის ტრანსფორმაცია.  

პორტალ The Daily Mail-ის ინფორმაციით, ბალერინამ გადაღება მშობიარობამდე 2 დღით ადრე შეწყვიტა. მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელა, რაც მისი ქალიშვილი ჰლოია, ამ ქვეყანას მოევლინა. სწორედ ამის გამო, ვიდეოს ფინალი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა - მუცელი დღითიდღე იზრდება და ბოლოს, ახალშობილი უჭირავს ხელში. 

ვიდეოს, სოციალურ ქსელში 12 მილიონი მოწონება აქვს.  

ტარას ინფორმაციით, დედების უმეტესობა მის მიმართ მადლიერების გრძნობას გამოხატავდნენ - ის არა თუ მალავდა მის მუცელს, არამედ მის დემონსტრირებას აკეთებდა. 

გასულ წელს, მშობიარობის შემდეგ ტარა სცენას დაუბრუნდა.

“ზოგჯერ თავს ცუდად ვგრძნობდი, ცეკვა მენატრებოდა - თავს უფლებას ვაძლევდი ჩამეცვა პუანტები და მეცეკვა. ყოველ დღე ახალ ცეკვას ვდგამდი, შოუ უნდა გაგრძელდეს“ - ამბობს ბალერინა.

ტარას ქალიშვილი ჰლოია, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დაიბადა, ამ ვიდეორგოლის ყველაზე დიდი მოყვარულია.  

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე